სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე კორონავირუსისგან გარდაიცვალა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მეუღლე, რიტა სარგსიანი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია სარგსიანის ოფისში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

58 წლის რიტა სარგსიანს კორონავირუსის დიაგნოზი 6 ნოემბერს დაუდგინეს. ამის შემდეგ ის ერევნის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა, მოგვიანებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი, გერმანიის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები