სომხეთს ხვალ ლავროვი და შოიგუ ეწვევიან

რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სერგეი ლავროვი და სერგეი შოიგუ სომხეთში ჩადიან.

მედიის ინფორმაციით, რუსი მინისტრების ვიზიტი 21 ნოემბერს განხორციელდება.

ამ ეტაპზე, ვიზიტის დღის წესრიგი უცნობია, თუმცა, ცნობილია, რომ დაგეგმილია შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანთან.

რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან ვიცეპრემიერი – ალექსეი ოვერჩუკი და ეკონომიკის მინისტრი – ალექსანდრე ნოვაკი.

დელეგაცია სომხეთში მხოლოდ რამდენიმე საათით დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები