ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევისას მგზავრები დაშავდნენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მგზავრები დაშავდნენ. არსებული ინფორმაციით, საპირისპირო მხარეს მოძრავი მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ინციდენტის შედეგად, ორივე ავტომობილის რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები