გერმანიაში კორონავირუსის მესამე ტალღას პროგნოზირებენ
გერმანიაში კორონავირუსის მესამე ტალღის საფრთხეზე საუბრობენ, რომელიც მეორე ტალღის შემდეგ შესაძლოა, მალე დაიწყოს.
ამის შესახებ ჰამბურგის ეფენდორფის საუნივერსიტეტო კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილების დირექტორმა, შტეფან კლუგემ Hamburger Abendblatt-თან საუბარში განაცხადა.
“მას შემდეგ, რაც ახლა ყოველდღიური მაჩვენებელი დაიწყებს კლებას და ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნა დაიწყება, დავინახავთ, რომ ადამიანები ისევ დაივიწყებენ სიფრთხილეს. ზაფხულში, პირველი ტალღის შემდეგ კლება დიდი ხნის განმავლობაში შეინიშნებოდა. მაგრამ ზამთარში, დაბალი ტემპერატურის გამო, ადამიანები თბილ შენობებში იმყოფებიან. ვშიშობ, რომ სწორედ მაშინ დაიწყება მესამე ტალღა”, – თქვა კლუგემ.
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 609 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან უკვე 855 916 ინფიცირებულია. ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 251 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 13 370 ლეტალური შემთხვევაა; 562 700-მა პირმა კი დაავადება დაამარცხა.