ირმა ინაშვილი: აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი არ არსებობს
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ფილიპ რიკერთან შეხვედრას მნიშვნელოვნად აფასებს.
მისივე თქმით, აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი არ არსებობს
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სახელმწიფო მდივნის მოადგილე არის მაღალი კლასის დიპლომატი. არის ინფორმირებული საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ. კონკრეტულად მე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი თემა. მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რასაც თქვენ წინაშე საჯაროდ ვაცხადებ. აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, სხვა ვარიანტი ვითარების გამოსწორების, ჩემი და ჩვენი პარტიის აზრით, არ არსებობს. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ დღეს უბრალოდ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.