ბერლინის ცენტრში საპროტესტო აქცია პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა

ბერლინის ცენტრში აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი და წიწაკის გაზი გამოიყენა.

შეკრებილები კორონავირუსთან ბრძოლის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ, ასევე იმას, რომ ქვეყნის პარლამენტის ისეთი კანონის დამტკიცებას გეგმავს, რომელიც მთავრობას ვირუსის შეკავებისთვის ფართო უფლებამოსილებას მიანიჭებს.

ქვეყნის შს სამინისტრომ ბუნდესრატსა და რაიხსტაგის შენობებთან დემონსტრაციების გამართვა აკრძალა, თუმცა, აქციის მონაწილეები სხვა რაიონებში მაინც შეიკრიბნენ.

პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები სოციალური დისტანცირების მინიმალურ მოთხოვნას არ იცავენ, მათ არც პირბადე უკეთიათ. შეკრებილები წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები