მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა გრძელდება

ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ლეციცხვაიეში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 30 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა – ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 340 146 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ალფა-8“ ასრულებს.

საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტში ონოღიის, დიდი ჭყონისა და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.

2014 წლიდან დღემდე აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები