მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტი დაასრულა (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტი დაასრულა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ისრაელში გაემგზავრა.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეო პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. მოგვიანებით, შეხვედრა გაიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესა და სასულიერო პირებთან. მაიკ პომპეომ ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ვიდეო :პირველი არხი