StrategEast EPAM IT HUB Tbilisi-ის პირველი კურსდამთავრებულები ტექნოპარკში დაჯილდოვდნენ

ტექნოპარკში StrategEast EPAM IT HUBTbilisi-ის პირველი ნაკადის სტუდენტების დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ღონისძიება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, ორგანიზაცია StrategEast-ის პრეზიდენტმა ანატოლი მოტკინმა და EPAM-ის დირექტორმა, პროგრამულმა ინჟინერმა სერგეი აგეენკომ გახსნეს. სასწავლო პროგრამის მონაწილეებს დიპლომები გადაეცათ შემდეგ სპეციალობებში INTRODUCTION TO C#, NET CORE და SOFTWARE TESTING.

საგანმანათლებლო ცენტრი IT HUB Tbilisi 2020 წლის თებერვალში გაიხსნა ამერიკული ცენტრის StrategEast-ის და წამყვანი ამერიკული საინჟინრო კომპანია EPAM Systems-ის ერთობლივი ინიციატივით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით.

IT HUB Tbilisi-ის მთავარი მიზანია IT სფეროში კვალიფიციური კადრების რაოდენობის გაზრდა, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, ტექნოლოგიური მეწარმეობის შესაძლებლობების გაფართოება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და IT მომსახურების ექსპორტი. ტრეინინგები ჩატარდა EPAM-ის ტრენერების მიერ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, სწავლის დასრულების შემდეგ, მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი IT სფეროში.

ტრენინგცენტრი მოიცავს 5 სპეციალობას რომელთა შორის ისეთი სპეციალობებია, როგორიცაა: front-end developer, ASP.NET developer, JAVA developer, Android app developer, and QA engineer.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები