ზესტაფონში 2 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მერიის დაკვეთით, კლდეეთი-ტაბაკინის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას რეაბილიტაცია უტარდება.

ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში 100-მდე ადამიანი სარგებლობს, დასახლებას ქალაქის ცენტრსა და მიმდებარე სოფლებთან აკავშირებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, გზაზე ბეტონის საფარი იგება, მოწესრიგდება სანიაღვრე არხები. კეთილმოწყობას 2 კმ – მდე მონაკვეთი ექვემდებარება. საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტს, რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. გზის რეაბილიტაციაზე 335 528 ლარი იხარჯება. სატენდერო ვალდებულებით, სამუშაოებს შპს „ალპედე“ ასრულებს.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი გოგლიჩიძე ვიცემერთან, დავით მაღრაძესთან ერთად გაეცნო და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილდება როგორც ქალაქის ცენტრთან, ასევე – მიმდებარე უბნებთან დაკავშირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები