სომხეთში ოპოზიცია სამხედრო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვს – პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა იგეგმება

სომხეთში ოპოზიციური ძალები ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვს, რომლის შემდეგ მოხერხდება, ქვეყანა თავისუფლების გზას დაუბრუნდეს და დემოკრატიული პროცესები განხორციელდება.

ამის შესახებ ფრაქცია “გამნმანათლებელი სომხეთის” ხელმძღვანელმა, ედმონ მარუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ადგილობრივი დროით 18:30 საათზე იქნება მოწვეული.

მარუკიანმა დეპუტატებს მიმართა, რომ დაესწრონ სხდომას და სამხედრო მდგომარეობის გაუქმებას დაუჭირონ მხარი.

გარდა ამისა, ედმონ მარუკიანმა მმართველი – “ჩემი ნაბიჯის” ფრაქციის წევრებს შესთავაზა ერთობლივი პროექტის მომზადება, რომელიც შეეხება ყარაბაღთან დაკავშირებით სამმხრივ შეთანხმებას და რომ ტექსტის შინაარსის განხილვა მოხდეს შემდგომ რიგგარეშე სხდომაზე.

სომხეთში სამხედრო მდგომარეობა 27 სექტემბერს გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები