ეკატერინე ტიკარაძე: აჭარის რეგიონს საქართველოს მასშტაბით საწოლფონდის დაფარვის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს
“აჭარის რეგიონი საქართველოს მასშტაბითვარის ერთ-ერთი და ერთადერთი რეგიონი, რომელსაც საწოლფონდის დაფარვის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აჭარაში საწოლების დამატება იგეგმება.
„აჭარის რეგიონი საქართველოს მასშტაბით არის ერთ-ერთი და ერთადერთი რეგიონი, რომელსაც აქვს საწოლფონდის დაფარვის საუკეთესო მაჩვენებელი. მიუხედავად ამისა, აჭარაში კიდევ იგეგმება საწოლფონდის დამატება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ ასევე ვმუშაობთ პაციენტების სასტუმროებსა და ბინაზე გაწერებში. ვიცით, თუ რა არის საღამოს ოთხი საათისთვის ჩვენი ტაქტიკა და ვიცით ის მოლოდინი, რითაც შეივსება და დაიტვირთება ეს საწოლები“, – განაცხადა ტიკარაძემ.