კახა კუჭავა ოპოზიციას მოუწოდებს, მხოლოდ სიტყვებით ნუ იქნებიან ევროპელები და პროდასავლელები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას განცხადებით, დროა, ოპოზიცია კონსტრუქციულ ქმედებებზე გადავიდეს და პატივი სცეს ამომრჩეველთა ნებას, ამასთანავე – თავი შეიკავოს იმ ამომრჩევლის ბულინგისგან, ვინც მათ არ უჭერს მხარს.

კახა კუჭავა ამ განცხადებით გამოეხმაურა არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ ე. წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობის საკითხს.

„21-ე საუკუნეში ვართ და ბოლომდე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა მაქსიმალურად დაუახლოვდეს იმ ჩვენს მთავარ მისწრაფებებსა და ღირებულებებს, რასაც ჰქვია ევროკავშირი, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ხოლო ოპოზიციიდან რაც გვესმის, ეს არის ბოიკოტირება, ეს არის ქუჩის აქციები, ეს არის „სირცხვილის კორიდორები”. დრო არის ისინი გადავიდნენ კონსტრუქციულ ქმედებებზე, პატივი სცენ ამომრჩეველთა ნებას და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ე. წ. ბულინგისგან იმ ამომრჩევლებზე, რომელიც მათ არ უჭერენ მხარს, რომელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათთვისაც გასაკვირი იყო და ახლა ერთადერთი დარჩენიათ – ისევ ქუჩის აქციებით გააგრძელონ ყველაფერი. ამიტომ, მე მოვუწოდებდი ყველას, ნუ იქნებიან მხოლოდ სიტყვებით ევროპელები და პროდასავლელები, იყვნენ თავიანთი ქმედებებითაც ასეთები”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები