საარსებო მინიმუმი 187 ლარამდე გაიზარდა

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 3.7 ლარით გაიზარდა და 187,7 ლარს მიაღწია.
საქსტატის თანახმად, ცალკეული ჯგუფების მიხედვით საარსებო მინიმუმი ასეთია:

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 187,7 ლარი;
ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 266,0 ლარი;
სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 299,3 ლარი;
ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 332,5 ლარი;
ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 374,1 ლარი;
ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 442,3 ლარი.

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები