2019 წელს მშპ 5 %-ით გაიზარდა, ეკონომიკის ზომამ 49 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 5.0 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 5.2 პროცენტს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზომამ მიმდინარე ფასებში 49.2 მლრდ. ლარს მიაღწია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13,239 ლარს გაუტოლდა.
“მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (14.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება (5.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.1 პროცენტი)”, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები