ფილიპინებზე ტაიფუნ “ვამკოს” 67 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო, ვიდეო)

ფილიპინებზე ტაიფუნ “ვამკოს” შედეგად 67 ადამიანი დაიღუპა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პორტალი Rappler ავრცელებს.

მათივე ცნობით დაშავებულია 21 ადამიანი, 12 კი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ტაიფუნმა ასევე დააზიანა 25 ათასი საცხოვრებელი სახლი და ზარალი მოუტანა სოფლის მეურნეობას, რომელიც 25 მილიონ დოლარად ფასდება.

ფილიპინებისთვის “ვამკო” უკვე 21 ტაიფუნია მიმდინარე წელს. ნოემბრის დასაწყისში ტაიფუნ “როლლის” გამო 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები