რა პირობით დატოვებს დონალდ ტრამპი პრეზიდენტის პოსტს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მზად არის დატოვოს პრეზიდენტის პოსტი იმ პირობით, რომ მისი მეტოქე, ჯო ბაიდენი კანონიერად მოიგებს არჩევნებს. ამის შესახებ ტელეარხ Fox News-ის წამყვანისგანხერარდო რივიერასგან გახდა ცნობილია.

“ტრამპმა მითხრა, რომ ის რეალისტია და სწორად მოიქცევა”,- განაცხადა რივიერამ.

წამყვანმა აღნიშნა, რომ თუ კი ვითარება ტრამპის სასარგებლოდ არ წარიმართება და ამასთან ერთად ყველაფერი კანონის დაცვით მოხდება მაშინ ის კონსტიტუციის თანახმად იმოქმედებს. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ მას არ დარჩა შეგრძნება თითქოს ის ბაიდენის მოშორებას აპირებს, თუ კი უკანასკნელი გაიმარჯვებს.

“ტრამპი სასოწარკვეთილია, მაგრამ მაინ ძლიერად უჭირავს თავი. მას ყველაფრის გაკეთება სურს რათა დარწმუნდეს, რომ ეს სამართლებრივი შედეგებია”,- აღნიშნა რივიერამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები