ავსტრიაში COVID-19-ის გამო სრული “ლოქდაუნი” ამოქმედდება

ავსტრია კორონავირუსის პანდემიის გამო 17 ნოემბრიდან 6 დეკემბრამდე სრულ “ლოქდაუნზე” გადადის. აღნიშნულის შესხებ ინფორმაციას რესპუბლიკის კანცლერი სებასტიან კურცი ადასტურებს.

“მომდევნო ორკვირანახევარი, სამშაბათიდან დაწყებული კვირამდე, 6 დეკემბრის ჩათვლით, იქნება მეორე “ლოქდაუნი”, ისეთი როგორი გაზაფხულზე”,- განუცხადა კურცმა ჟურნალისტებს.

მისი განმარტებით 17 ნოემბრიდან თითქმის ყველა სავაჭრო წერტილი დაიხურება, გარდა სასურსათო ყოველდღიური მოხმარების ნივთების მაღაზიებისა, ბანკებისა და აფთიაქებისა. დაიხურება ასევე კოსმეტიკური სფეროს დაწესებულებები. სკოლები გადადიან დისტანციურ სწავლებაზე, შეზღუდვა სახლიდან უმიზეზოდ გასვლა 24 საათის განმავლობაში იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები