ყირგიზეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

ყირგიზეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, სადირ ჟაპაროვმა თანამდებობა დატოვა.

“გადავწყვიტე ქვეყნის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს ჩამოვშორდე, ასევე შევაჩერებ ყურგიზეთის პრემიერმინისტრის მოვალებებსაც და არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას როგორც რიგითი მოქალაქე”,- აცხადებს ჟაპაროვი.

კანონის თანახმად პრეზიდენტის მოვალეობებს შეასრულებს პარლამენტის სპიკერი ტალანტ მამიტოვი. მთავრობის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობები პირველ ვიცეპრემიერზე არტემ ნოვიკოვზე გადადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები