ერევანი: მოსახლეობის ნახევარმა ყარაბაღი დატოვა
სომხეთში აცხადებენ, რომ სამხედრო ღონისძიებების დაწყებიდან მთიანი ყარაბაღის ტერიტორია და აზერბაიჯანის მიმდებარე ტერიტორიები დაახლოებით 90 ათასმა ადამიანმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ყარაბაღის მოსახლეობა ომის დაწყებამდე 150 ათას ადამიანს ითვლიდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სტეპანაკერტი ჯერ კიდევ 10 ნოემბრამდე, მშვიდობიან შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე დატოვა. შეთანხმების შემდეგ, ათასობით ეთნიკურად სომეხმა მოსახლემ იმ რაიონების დატოვება დაიწყო, რომლებიც აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდეს.