თურქეთის 47 პროვინციაში შეზღუდვა 65+ შემოიღეს – ხანშიშესულებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ

სტამბოლის, ანკარისა და ასევე ანტალიის კვალდაკვალ თურქეთის სხვა პროვინციების ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანშიშესულების გარეთ გასვლის შეზღუდვის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება, თურქეთში ბოლო 24 საათში 3 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შეზღუდვის შემოღების რეკომენდაცია პროვინციებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები