ცეკოში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა . სხდომაზე ჟვანიასა და „ევროპული საქართველოს” წევრს ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. გოგორიშვილი მოითხოვდა დაკონკრეტებას – რას აჯამებდა თამარ ჟვანია, საუბნო თუ საოლქოს შედეგებს. ოპოზიციის წევრებმა ცესკოს თავმჯდომარეს გადადგომისკენ მოუწოდეს, რაზეს ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა -თქვენი გადაყენებული არ გაიშვას.
დაპირისპირების დროს კომისიის წევრებმა ხათუნა გოგორიშვილის დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა გოგორიშვილმა სხდომა არ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა დაიწყო, სადაც ბოლოჯერ განიხილავენ საჩივრებს. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმს ასაჩივრებს.