სომხეთში 22 ნოემბერი სამშობლოს დაცვისას დაღუპული გმირების ხსენების დღედ გამოცხადდება

სომხეთში 22 ნოემბერი სამშობლოს დაცვისას დაღუპული გმირების ხსენების დღედ გამოცხადდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური სააგენტო News.am ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 13 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქსიანი სომხური სამოციქულო ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქს, გარეგინ მეორეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა და კათალიკოს-პატრიარქმა 22 ნოემბერს სამშობლოს დაცვისას დაღუპული გმირების ხსენების დღის დაწესების შესახებ განაცხადეს.
ამ დღეს მსოფლიოს მასშტაბით ყველა სომხურ ეკლესიაში მემორიალური ღონისძიებები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები