როგორი იყო რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა ობამასა და ტრამპის პრეზიდენტობის დროს – პესკოვის კომენტარი

“რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინისა და ბარაკ ობამას დიალოგი მარტივი არ იყო, ბევრი უთანხმოება არსებობდა და ამან შექმნა ორმხრივი ურთიერთობის დეგრადაცია, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს არსებობდა”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, პუტინი ჯო ბაიდენსაც შეხვედრია მისი ვიცეპრეზიდენტობის დროს, თუმცა, ბევრად მეტი შეხვედრა ობამასთან გაუმართავს.

“ამიტომ, რა თქმა უნდა, დიალოგი უფრო ობამასთან იყო. არ იყო მარტივი დიალოგი, განსაკუთრებით,  ხელისუფლებაში  მისი ყოფნის ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში”, – თქვა პესკოვმა.

აღნიშნულის მიზეზებზე საუბრისას პუტინის პრესმდივანმა თქვა, რომ მაშინ ბევრი უთანხმოება იყო, რომელიც იმ დეგრადაციას უძღოდა წინ, რაც მათ ურთიერთობაში ტრამპის დროს შეინიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები