ფეხბურთის ფედერაციასთან აქციის მონაწილეები და ფედერაციის თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია გამართეს. მათ ფედერაციის საქმიანობა გააპროტესტეს და გუშინდელი ფაქტით უკმაყოფილება გამოხატეს. კერძოდ, დაპირისპირების მიზეზი გუშინ ეროვნული გუნდის თამაშის შემდეგ ერთ-ერთი გულშემატკივრისთვის დაწერილი ჯარიმა და მაყურებლის მატჩზე არდაშვება გახდა.
აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება ფედერაციის ერთ-ერთ თანამშრომელსა და აქციის მონაწილეს შორის მოხდა, რის შემდეგაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
სამოქალაქო აქტივისტები ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შეგზავნას გეგმავდნენ.
ამ დროისთვის, ფედერაციასთან პოლიციაა მობილიზებული.