გიორგი ოთხმეზური: ხელახალი არჩევნებიც რომ ვერ მოიგონ?

“ოპოზიციას რომ მოუსმინო, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ „ოცნების” ადგილი საერთოდ არ ყოფილა პარლამენტში და მხოლოდ ოპოზიციას მისცა ხმა საქართველოს მოსახლეობამ”, – ასე ეხმაურება ისტორიკოსი, გიორგი ოთხმეზური ოპოზიციის მოთხოვნას ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„ოპოზიცია ერთხელ უკვე არ შევიდა პარლამენტში და მანდატებიც დახიეს, მაგრამ რა მოიგეს, საერთოდ გაქრნენ პოლიტიკიდან. საზოგადოების დიდ ნაწილს შეიძლება სულაც არ უნდა „ნაციონალებისა” და „ევროპული საქართველოს” პარლამენტში შესვლა, მაგრამ არც ის უნდა ვინმეს, რომ ერთპარტიული პარლამენტი იყოს. პირადად მე არ მინდა ერთპარტიული პარლამენტი.

„ოპოზიციას რომ მოუსმინო, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, რომ „ქართული ოცნების” ადგილი საერთოდ არ ყოფილა ამ პარლამენტში და მხოლოდ ოპოზიციას მისცა ხმა საქართველოს მოსახლეობამ; ყველა ამბობს, ამდენი მოვიგე, იმდენი მოვიგეო. ნინო ბურჯანაძე რომ იძახის, არ შევალ პარლამენტშიო, ვინ უშვებს,1% ვერ აიღო. დანარჩენები თუ შევლენ, შევიდნენ და ნუ არიან აყოლილები „ნაცმოძრაობის” კარნახს და დირექტივებს. ხელახალი არჩევნებიც რომ ვერ მოიგონ, მერე რა ვქნათ, როდემდე ვატაროთ არჩევნები, ვიდრე თვითონ არ დააკომპლექტებენ მთავრობას? ან რა უზნეობაა ამ ეპიდემიის დროს ამდენი აქციის ჩატარება, რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს დღეში?! როგორ არ ანაღვლებთ ადამიანების ბედი…”, – განაცხადა „რეზონანსთან” გიორგი ოთხმეზურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები