ჩინეთმა ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რუსეთი თავს ისევ იკავებს

ჩინეთმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტს, კამალა ჰარისს მილოცვა გაუგზავნა, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვან ვენბინმა.

“ვაკვირდებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეაქციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო თანამეგობრობის ჭრილში. ამერიკელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ და ბატონ ბაიდენსა და ქალბატონ ჰარისს გამარჯვებას ვულოცავთ”, – თქვა მან.

რაც შეეხება რუსეთს, ის ამ დრომდე ჯიუტად თავს იკავებს.

როგორც გუშინ პრესკონფერენციაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, ამ დრომდე გაკეთებული მილოცვები ეყრდნობა ამერიკის წამყვანი მედისაშუალებების დათვლებს.

“ასეთ საფუძველზე ჩვენ არ გავაგზავნით მილოცვებს. თუ ვინმე აკეთებს ამას, ვერაფერს გავხდებით. ჩვენ სხვაგვარი მიდგომა გვაქვს. უნდა დაველოდოთ ოფიციალურ გამოცხადებას”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები