შალვა ნათელაშვილი: ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახს და ყოველ დღე თითო ოჯახი გვაჭმევს პურს

„ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ის ელჩან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან პარტიების დაფინანსებათან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციას არავითარი დაფინანსება არ სჭირდება.
„ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, საერთოდ მშივრები რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახს და ყოველ დღე თითო ოჯახი გვაჭმევს პურს, წავალთ ამაზე. არ გვჭირდება არავითარი დაფინანსება. ჩვენ გვჭირდება ქვეყნისთვის ჯანსაღი საარჩევნო სისტემა, სადაც ვერავინ ვერ მოისყიდის, ვერავინ ვერ დააძალებს. ცხოვრებასა და არსებობას ექნება აზრი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები