ნათია თურნავა: მცირე და საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით უფრო მეტი სასტუმრო ისარგებლებს

„სესხის მიზნობრიობის დაზუსტების შედეგად, დაახლოებით, 800 მცირე და საოჯახო სასტუმრო, რომელმაც პირველ ეტაპზე ვერ ისარგებლა სახელმწიფო დახმარებით, ასევე შეძლებს, ჩაერთოს სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაში,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის სხდომაზე პროგრამაში „აწარმოე საქართველოში” შესატანი ცვლილებები განიხილეს.

ნათია თურნავას განცხადებით, ტექნიკური დაზუსტების შედეგად, მცირე და საოჯახო სასტუმროების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა უფრო გაფართოვდება და უფრო მეტი მცირე და საოჯახო სასტუმრო შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით.

,,მცირე და საოჯახო სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ამ შესაძლებლობით 2000-მდე სასტუმრომ უკვე ისარგებლა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები