ჩავუშოღლუ: თუ სომხეთი შეთანხმების დარღვევას შეეცდება, მორიგ დარტყმას მიიღებს

თურქეთი უჭერდა და მომავლშიც დაუჭერს მხარს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ნებისმიერ ნაბიჯს, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, სომხეთისთვის გაკვეთილი უნდა იყოს და ის მომავლშიც არც უნდა ეცადოს სხვისი მიწების ოკუპაციას.

“თუ სომხეთი ყარაბაღთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებებს ისევ დაარღვევს, მორიგ გაკვეთილს და დარტყმას მიიღებს. ან სომხები, შეთანხმების შესაბამისად, ოკუპირებულ მიწევს ნებაყოფლობით დატოვებენ, ან აზერბაიჯანის არმიის მტკიცე პოზიციას შეეჯახებიან. ერევანი უნდა ეცადოს გამოიყენოს შეთანხმებები სომეხი ხალხის კეთილდღეობისთვის. რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების გახსნა თავად სომხეთის მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს. არჩევანი ერევანზეა!”, – განაცხადა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები