ზელენსკი ჰოპისტალიზებულია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც 9 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამის შესახებ მედიას ზელენსკის ოფისის ხელმძღვანლის მრჩეველმა – მიხაილ პოდოლიაკმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტისთვის კლინიკაში მოწყობილია სპეციალური კაბინეტი, საიდანაც ის თათბირებს ვიდეოკავშირის მეშვეობით ატარებს, ის იზოლირებულ პალატაში იმყოფება.

მისივე თქმით, ზელენსკი ოჯახის წევრებს არ ნახულობს მიუხედავად იმისა, რომ მისმა მეუღლემ ვირუსი უკვე გადაიტანა.

ასევე, საავადმყოფოშია გადაყვანილი ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი – ანდრეი ერმაკი.

გუშინ ასევე გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსი უმაღლესი რადას სპიკერ დიმიტრი რაზუმკოვს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები