სომხეთში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორი დააკავეს

სომხეთში ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, პარტია “სამშობლოს” ლიდერი, არტურ ​ვანეციანი დააკავეს.

ინფორმაცია ადგილობრივ მედიას პარტიის წარმომადგენელმა, ვარდან ვოსაკიანმა დაუდასტურა.

არსებული ინფორმაციით, ვაცენიანი ეჭვმიტანილია პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობაში, კანონის გვერდის ავლით მასობრივი შეკრების ორგანიზებასა და ჩატარებაში, ასევე, საომარი მოქმედების რეჟიმით დაწესებული დროებითი შეზღუდვების დარღვევაში, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

გვიან ღამით ვანეციანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, დაკითხეს და შემდეგ დააკავეს.

გუშინ ერევნის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მიზანი იყო პარლამენტის რიგგარეშე სესიის გამართვა, სადაც ნიკოლ ფაშინიანის მთავრობისადმი უნდობლობის ვოტუმი უნდა გამოეცხადებინათ, შემდგომ კი – ყარაბაღთან დაკავშირებით ხელმოწერილი დოკუმენტის დენონსირება.

აქციის ორგანიზატორები იყვნენ ვანეციანის პარტია, ასევე, “აყვავებული სომხეთი” და “დაშნაკუცუნი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები