მანჩო გიორგობიანი: გომელაურის პოლიცია მერაბიშვილის პოლიციისგან სისტემურად განსხვავდება
“სპეციალურად ვაკვირდებოდი, ძირს ასხამდნენ წყლის ჭავლს და ძირიდან ადიოდა ეს ჭავლი. ეს არ იყო ჭავლის მიშვება, ეს იყო რეალურად გაწუწვა”, – ასე აფასებს მანჩო გიორგობიანი რამდენიმე დღის წინ ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებს რადიო “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში.
მისი თქმით, ვახტანგ გომელაურის პოლიცია ვანო მერაბიშვილის პოლიციისგან სისტემურად განსხვავდება.
“სპეციალურად ვაკვირდებოდი და ძირს ასხამდნენ წყლის ჭავლს და ძირიდან ადიოდა ეს ჭავლი. ჰგონიათ, თვითონ რასაც აკეთებდნენ, იმას გააკეთებენ ესენიც. მათი წყლის ჭავლი იყო, როცა 200 მეტრზე მიდიოდა და ჯგუფს ცუნამივით ხიკავდა. ეს სხვა იყო, წუწავდნენ. ეს არ იყო ჭავლის მიშვება, ეს იყო რეალურად გაწუწვა. ჭავლი იყო 2007-ში და 26-ში. სისტემურად რომ განსხვავდება მერაბიშვილის და გომელაურის პოლიცია ერთმანეთისგან, მილიარდჯერ უნდა ვთქვათ. მაქსიმალურად უფრთხილდებოდნენ მოქალაქეებს. ესენი სიგარეტებს ესროდნენ, აფურთხებდნენ. მოხვედი აქციაზე, დედას მაინც ნუ აგინებ პოლიციელს”, – აცხადებს გიორგობიანი.