პუტინმა ბირთვული ძალების მართვის ახალი პუნქტი გახსნა
რუსეთში სტრატეგიული ბირთვული ძალების მართვის ახალი პუნქტი გაიხსნა, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა აღჭურვილობა, ტექნიკა, ბირთვული ძალების მართვის სისტემათა კავშირი მომავლშიც იყოს თანამედროვე, მარტივი და სანდო, როგორც კალაშნიკოვის ავტომატი, რომ მათი განახლება გეგმურად, თანმიმდევრულად ხდებოდეს. მათ საფუძვლად უდევთ წამყვანი შიდა ტექნოლოგიები და საინჟინრო გადაწყვეტილებები”,- თქვა პუტინმა.
მისი თქმით, პუნქტი “აბსოლუტურად დაცული” იქნება.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ბირთვული იარაღის მართვის სისტემა განსაკუთრებით სიცოცხლისუნარიანი უნდა იყოს მაშინაც კი, თუ მოწინააღმდეგე დარტყმას განახორციელებს.