სომხური მედია: ფაშინიანი თავს აშშ-ის საელჩოს აფარებდა

“იმ დროს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 7 რაიონი დათმო: ყარაბაღი და შუშა, დედაქალაქში, სხვადასხვა რაიონში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციის მონაწილეები შეიჭრნენ მთავრობის, პარლამენტის შენობებში, ასევე, მიადგნენ სომხეთის პრემიერის სახლს”- წერს სომხური გამოცემა Рolitik.am.

გამოცემის ინფორმაციით, “ამ დროს გავრცელდა ჭორი, რომ ფაშინიანი თავდაცვის სამინისტროს შენობაში იმყოფება. მინისტრთა კაბინეტში, ჩვენი წყაროების ინფორმაციით, ამ ხნის განმავლობაში ფაშინიანი თავს აშშ-ის საელჩოს აფარებდა. ის მისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია”.

Рolitik.am მკითხველს ახსენებს, რომ, “2008 წლის 1-ელი მარტის მოვლენების შემდეგ, ფაშინიანი ასევე იმალებოდა საელჩოს შენობაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები