სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს – ოპოზიცია მის დაკავებას არ გამორიცხავს

სომხეთის მესამე პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

Tert.am-ის ინფორმაციით, უწყებამ შეტყობინება სარგსიანის სახლში გაგზავნა.

ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შეიძლება, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დააკავონ.

ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა უწყებაში სარგსიანის დაბარების მიზეზი.

თუმცა, ამ წუთებში ერევნის ცენტრში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ქვეყნის პრემიერის გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები