ერევანში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ცარუკიანი და უფლებადამცველი დააკავეს

ერევანში ფაშინიანის საწინააღმდეგო აქციაზე ოპოზიციის აქტივისტების, ასევე, ლიდერების დაკავება მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ათობით ადამიანია დაკავებული, მათ შორის არის პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერი – გაგიკ ცარუკიანი.

ასევე, აქციის დაწყებამდე დააკავეს უფლებადამცველი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის “სამართლებრივი გზის” ხელმ​ძღვანელი – რუბენ მელიქიანი.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად მელიქიანმა დაწერა.

“მოღალატე, რომელმაც ჩვენი მიწები ჩააბარა, ცდილობს, ძალადობრივი მეთოდით დარჩეს ხელისუფლებაში. ხელისუფლება იყენებს კანონს: დისკრიმინაციაა – მთელი საომარი პერიოდის განმავლობაში უამრავი მიტინგი გაიმართა გაეროს შენობასთან, საელჩოებთან, მაგრამ არავის აკავებდნენ”, – თქვა მან.

სომხეთის 17 ოპოზიციური პარტიის მიერ დაანონსებული დღევანდელ აქციამდე სომხეთის პოლიციაში განაცხადეს, რომ აქციის გამართა დაუშვებელი ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები