ერევანში ფაშინიანის საწინააღმდეგო აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს აკავებენ

ერევანში, თავისუფლების მოედანზ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც 17 ოპოზიციური პარტია მართავს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერიტორიისკენ პოლიციის დამატებითი ძალებია გადასროლილი და აქტივისტების დაკავება დაიწყო.

აღინიშნება, რომ პოლიცია ხალხს განმარტებების გარეშე აკავებს.

ამ დროისთვის, რამდენიმე ათეული ადამიანია დაკავებული.

მანამდე სომხეთის პოლიციის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში აქციები აკრძალულია გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის გამო.

აქციის დაწყება ადგილობრივი დროით 13:00 საათზე იყო დანიშნული, თუმცა, პოლიცია აქტივისტებს მოედანზე მოხვედრას უშლის ხელს, ვინც კი გაარღვია საპოლიციო კორდონი – აკავებენ.

ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია უკავშირდება პრემიერ ფაშინიანის მიერ 9 ნოემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს, რომლის მიხედვით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედება შეწყდა და ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდა.

ოპოზიცია ფაშინიანის ქმედებას ღალატად აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები