არის თუ არა ფაშინიანი მოღალატე – სომხეთის პრემიერის პასუხი ოპოზიციას

სომხეთის პრემიერმინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ოპოზიციური პარტიის – “აყვავებული სომხეთის” ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ქვეყნის მთავრობა ღალატში დაადანაშაულა.

ცარუკიანმა ასევე თქვა, რომ ჯერ კიდევ 28 ოქტომბერს, სანამ ქალაქი შუშა არ იყო აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, რუსეთი მზად იყო ყარაბაღში კონტინგენტის განთავსებისთვის, რაც ომს შეწყვეტდა. თუმცა, ფაშინიანი ამაზე არ წავიდა.

ფაშინიანმა აღნიშნულ განცხადებას ,,სისულელე” უწოდა და ცარუკიანს შეახსენა, რომ ჯერ კიდევ 22 ოქტომბერს რუსეთის მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსებას ემხრობა. მისივე თქმით, იგივე განცხადება 25 ოქტომბერსაც გააკეთა ინდურ ტელეარხ WION-თან საუბარში, შესაბამისად, 28 ოქტომბერს ამგვარი სცენარის წინააღმდეგ ვერ იქნებოდა.

ასევე, სომხეთის პრემიერმა ოპოზიციის ლიდერს შეახსენა, რომ ყარაბაღში გასაგზავნად მოხალისეთა რაზმის შექმნას გეგმავდა, რომელსაც თავად გაუძღვებოდა.

“ვიხილეთ “ნივები”, “უაზები”, მაგრამ თვითონ მოხალისეთა რაზმი ვერ ვიხილეთ, მით უმეტეს ცარუკიანის ხელმძღვანლობით. ასევე, ვერ დავინახეთ ეს რაზმი შუშას მისადგომებთან. ვინ იცის, შესაძლოა, ამ რაზმის ადგილზე ყოფნა დაიხსნიდა ქალაქს?! შესაძლოა, მათმა იქ არყოფნამ განაპირობა შუშას ჩაბარება? რა თქმა უნდა, ეს არის ოდნავ მხატვრული შედარება. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, დამატებითი რეზერვების არსებობის შემთხვევაში, ქალაქის შენარჩუნებას შევძლებდით”, – თქვა ფაშინიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები