სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი: ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხეა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი აცხადებს, რომ აუცილებელია სამოქალაქო ომის საფრთხის არიდება და ყველა უთანხმოება მხოლოდ კონსტიტუციური გზით უნდა მოგვარდეს.

ამის შესახებ Ilur.am-ი წერს.

“სამოქალაქო ომი, გარდა იმისა, რომ იქნება თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირისთვის საჩუქარი, დამღუპველი იქნება როგორც არწახისთვის, ისე –  სომხეთისა და მთლიანად სომეხი მოქალაქეებისთვის”, – ამბობს ტერ-პეტროსიანი.

მან იმედია გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები, ძალოვანი სტრუქტურები, ინტელიგენციის წარმომადგენლები და ყველა ის, ვინც სომხეთის ბედზე იღებს პასუხისმგებლობას, საკუთარ გავლენას გამოიყენებენ, რომ აარიდონ ქვეყანას ასეთი კატასტროფული შედეგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები