აზერბაიჯანში ზეიმი გრძელდება – ასი ათასობით ადამიანი ყარაბაღში გამარჯვებას აღნიშნავს (ფოტო, ვიდეო)
ასი ათასობით აზერბაიჯანელი ქუჩებშია გამოსული და ყარაბაღში გამარჯვებას ზეიმობს.
მოქალაქეები მადლიერებას გამოხატავენ აზერბაიჯანული არმიის, ასევე, პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიმართ. მათ თან აქვთ პრეზიდენტის პორტრეტები და სკანდირებენ – „ყარაბაღი აზერბაიჯანია“.
მსვლელობები მთელი ქვეყნის მასტაბით, ყველა ქალაქსა და რეგიონში მიმდინარეობს.
„ეს ისტორიული დღეა არა მხოლოდ ჩვენს რესპუბლიკაში, არამედ – სხვა ქვეყნებშიც. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები საზეიმოდ აღნიშნავენ ყარაბაღში გამარჯვებას“, – ამბობენ აქციის მონაწილენი.შეგახსენებთ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან მიმდინარეობდა. გუშინ გვიან ღამით კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ასევე, სომხეთის პრემიერის მიერ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს მოეწერა ხელი.