Le Monde: აზერბაიჯანელებმა ქალაქი შუშა, პრაქტიკულად, ხელჩართული ბრძოლის შედეგად აიღეს
“აზერბაიჯანელებმა ქალაქი შუშა, პრაქტიკულად, ხელჩართული ბრძოლის შედეგად აიღეს”, – წერენ ფრანგული გამოცემა Le Monde-ის კორესპონდენტები, რომლებიც სტენაპაკერთში იმყოფებიან.
მათი ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში მოჰყავთ ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების მქონე ჯარისკაცები.
“ავტომატური ჭრილობები არ აქვთ, არამედ – პისტოლეტითა და დანით მიყენებული ჭრილობები. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი აღებულია, პრაქტიკულად, ხელჩართული ბრძოლის შედეგად. ანუ სამთო სპეცრაზმი მუშაობდა. ამასთან, მთისკენ მიმავალ გზაზე აზერბაიჯანელები ბრძოლის ველზე დაჭრილ მეომრებს არ ტოვებდნენ”, – წერს Le Monde.
აღინიშნება, რომ შუშა, რომელიც ზღვის დონიდან 1400-1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, კლდეზე მდებარეობს და მიუდგომელ ციხესიმაგრედ მიიჩნევა. თუმცა, აზერბაიჯანის სამხედრო ძალების ქვეითები 4 ნოემბრის ღამეს ქალაქს სოფელ დაშალთიდან მიუახლოვდნენ, სომხეთის 4 ქვედანაყოფი დაარბიეს, ძველი ციხესიმაგრე და შუშის ციხე დაიკავეს. ამის შემდეგ, სპეცრაზმმა ქალაქში პლაცდარმის გაფართოება დაიწყო.
აზერბაიჯანის ძალებმა ჰანკედი-შუშის გზა კონტროლზე აიყვანეს და ქალაქში ორი დღით გამაგრდნენ. 6 ნოემბრის საღამოს უკვე ქალაქში მოტომსროლელი ნაწილები შევიდნენ და 7-ში ქალაქიდან საბოლოოდ გააძევეს სომხები.
“ასე დაიმსხვრა მითი, რომ აზერბაიჯანელებმა ბრძოლა არ იციან”, – წერს Le Monde.