კახა საბანაძე: მედიის წარმომადგენლების მიმართ დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა

“მედიის წარმომადგენლების მიმართ დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

როგორც კახა საბანაძემ აღნიშნა, წყლის ჭავლი გამოყენებულ იქნა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკო-ს შენობაში უკანონოდ შესვლას.

“წყლის ჭავლი გამოყენებული იყო იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების საფრთხე. იმის განსაზღვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა, დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენება არ მომხდარა. მხოლოდ და მხოლოდ წყლის ჭავლი გამოყენებულ იქნა იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკო-ს შენობაში უკანონოდ შესვლას. ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა”, – განაცხადა კახა საბანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები