კახა კალაძე: მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, დიდი სიფრთხილით იმოქმედეს და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით შეძლეს

თბილისის მერი, კახა კალაძე ცესკო-სთან გუშინ გვიან განვითარებულ მოვლენებს ბრიფინგზე გამოეხმაურა და სამართალდამცავებს მაქსიმალური სიფრთხილით მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.

“პირველ ყოვლისა, მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს, როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ისე – საპროტესტოდ განწყობილ მოქალაქეებს – გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, მაქსიმალური სიფრთხილით იმოქმედეს და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები