დღეიდან საქართველოს შვიდ ქალაქში საბავშვო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება
დღეიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში საბავშვო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო ბაღებს.
საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში დღესვე ამოქმედდება შეზღუდვა ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.