ნინო ლომჯარია: ძალოვნებმა ხალხის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს

ცესკო-ს შენობასთან სადაც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლის გამოიყენეს, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.

მისი თქმით, “როდესაც ხდება ძალისმიერი მეთოდით აქციის დაშლა, ეს უნდა იყოს უკიდურესად აუცილებელი, და პროპორციული ძალა უნდა იყოს გამოყენებული”.

“პირველი რიგში აქციის მონაწილეების შესაბამისი გაფრთხილება უნდა მოხდეს და პოლიციამ უნდა გამოიყენოს ყველაზე ნაკლებად ძალისმიერი ძალა. იმ ვითარებაში, როდესაც ხალხის რაოდენობა არ იყო ძალიან ბევრი, ვფიქრობთ, რომ წყლის ჭავლის გამოყენება, ცივ კლიმატურ პირობებში, არის სასტიკი მეთოდი. არაპროპორციული იყო ძალის გამოყენება. ერთი რამ მინდა ვთქვა, რაც იქნება ჩემი მთავარი გზავნილი. რომ დღეს იყო მშვიდობიანი აქცია, სადაც ხალხი აფიქსირებდა სამართლიან მოთხოვნებს, ასევე ოპოზიცია აფიქსირებდა მოლაპარაკების მზაობას, და ასეთი პასუხი კრიზისს უწყობს ხელს. ეს არ არის ადეკვატური პასუხი შექმნილ კრიზისზე. საზოგადოებას სჭირდება სამართლებრივი პასუხები იმ დარღვევებზე რაც მოხდა და ხელისუფლებამ უნდა აიღოს პუსუხისმგებლობა იმაზე, რომ პროცესები წარიმართოს სამართლებრივად და პოლიტიკურად”, – აღნიშნა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები