ზაალ ანჯაფარიძე: ყველა კითხვა მოხსნილია, ახლა ისმის სხვა კითხვა – ღირს თუ არა ამ დესტრუქციულ ძალასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა?

„სააკაშვილ-კუპრავა-ზოდელავას სცენარით მიდიან”, – ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე ცესკო-სთან მიმდინარე მოვლენებს.

ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეები რევოლუციურ სცენარზე თავიანთი პოლიტიკოსებად წოდებული ბოევიკების მეშვეობით მიდიან.

„სააკაშვილ-კუპრავა-ზოდელავას სცენარით მიდიან – 1000 „ბოევიკით” ჰაერში ავწევ ცესკოსო, საუბარი გამოქვეყნებულია საჯარო სივრცეში. ყველა კითხვა მოხსნილია, ახლა ისმის სხვა კითხვა – ღირს თუ არა ამ დესტრუქციულ ძალასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა”,- აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების მიზეზით პარლამენტთან მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც შეჭრა სცადეს. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეების წინააღდმეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები