პატრიარქის მაგინებელი მეუფე პეტრე “ნაციონალური მოძრაობის” აქციას შეუერთდა(ვიდეო)

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამართულ აქციასთან და მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით ისაუბრა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ.
„აქ ვიმყოფები იმისათვის, რომ მჯერა სამართლიანი საქართველო არ შედგება მარტო ლოცვით, არამედ ბრძოლა და შრომაა საჭირო.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა ძალიან გონივრული, სამართლიანი და დიდსულოვანია.

უფალს შევთხოვ, ღმერთი არ გაუწყრეს ე.წ. ხელისუფლებას, რომ არ წავიდეს დათმობაზე, რამეთუ დრო მუშაობს მათ წინააღმდეგ და ერთადერთი დაგვრჩება ეჭვი ვივარაუდოთ, რომ მათ მოსკოვმა უთხრა უარი ამ მოთხოვნის შესრულებაზე ან ძალიან არაადეკვატურ მდგომარეობაში არიან”, – დასძინა მეუფე პეტრემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები