საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. „მათ შორის თბილისში – 14 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 475 გარდაცვალების შემთხვევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა.