„კოვიდ-19″-ით ინფიცირებული 345 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებული

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევებზე ისაუბრა.

„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 612. 4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 282, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტი გვყავს 585, მათ შორის, თბილისში – 278, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი – მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 98. 2 599 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 299 – აჭარაში, ხოლო 849 – თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე”,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში – 15 693, იმერეთში – 4 301.

ბოლო 24 საათში  გარდაიცვალა  18 ადამიანი, მათ შორის, თბილისში –  7 ადამიანი,  აჭარაში – 4, იმერეთში – 4, ქვემო ქართლში – 2,  ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 441 გარდაცვალების შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები